Nestle -ს საქართველოში შემოსავალი და მოგება გაეზარდა.
ფრანგული Société des Produits Nestlé -ს შვილობილმა „ნესტლე საქართველომ“ 2022 წელი საერთო ამონაგების 28%-იანი ზრდით დაასრულა. კომპანიის ამონაგები 93.2 მლნ ლარი იყო, წმინდა ამონაგებმა 33.1%-იანი ზრდა აჩვენა და 71.1 მლნ ლარი შეადგინა.
წმინდა ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან
- ნესკაფე - 20.508 მლნ ლარი
- საკონდიტრო ნაწარმი - 18.418 მლნ ლარი
- PetCare - 15.973 მლნ ლარი
- ბავშვთა კვება - 7.455 მლნ ლარი
- სასაუზმე ბურღულეული - 5.665 მლნ ლარი
კომპანიის მმართველობითი ანგარიშით ირკვევა, რომ ზრდის დიდი ნაწილი მოდიოდა საკონდიტრო ნაწარმის, შინაურ ცხოველთა მოვლის და ბავშვთა კვების მიმართულებებზე.
2022 წელს კომპანიამ მიიღო 12.243 მლნ ლარის მოგება (2021 წელს 3.676 მლნ ლარი) და წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი საოპერაციო შედეგები.
კომპანიის მენეჯმენტი ანგარიშში წერს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, კომპანიამ 2022 წლის განმავლობაში „ნესტლე საქართველომ“ საქონლის ახალ მომწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულებები ევროკავშირსა და თურქეთში საქონლის მიწოდებაზე, რომელიც 2022 წლამდე რუსეთიდან მიეწოდებოდა. აღნიშნულმა გაზარდა ტრანსპორტირების ხარჯი, რაც უფრო მაღალი იყო რუსეთიდან მიღებულ პროდუქციასთან შედარებით.
„ნესტლე საქართველო“ არის მსოფლიოში ასობით „Nestlé in Market“ (“NiMs”) კომპანიიდან ერთ-ერთი. NiMs ბიზნესი წარმოადგენს სამომხმარებლო საქონლის წამყვან გლობალურ ბიზნესს, რომელიც ფლობს საკონდიტრო ნაწარმის, საკვები და სასმელი პროდუქტების, რძის პროდუქტების, საკვები დანამატების და შინაური ცხოველების მოვლის ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს.