მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში არ მიიღებთ ხვალიდან სარეკლამო შეტყობინებებს?

ხვალიდან არასასურველი სარეკლამო SMS-ები მოქალაქეებს აღარ მიუვათ. შესაბამის ცვლილებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს. შეტყობინებების გასაგზავნად კი კომპანიებს მომხმარებელთა წინასწარი თანხმობა დასჭირდებათ, ანუ ჩვენს პირად მონაცემებს კომპანიები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ვერ გამოიყენებენ.

სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგეძლებათ, ხოლო თუ თქვენი უარის მიუხედავად, კომპანიები სარეკლამო შეტყობინებებს მაინც გამოგიგზავნიან და წესს დაარღვევენ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, თქვენი მიმართვის საფუძველზე, საჩივარს განიხილავს და მათ დააჯარიმებს.

ასევე, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას და კერძო კომპანიების ნაწილს ეკისრება ვალდებულება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები