რა შემთხვევაში შეძლებს საქართველო ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში გაწევრიანებას. ევროპის ერთიანი როუმინგული ზონის ამოქმედებამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ ინიციატივას მსგავსი სივრცის შექმნის მიზნით - ამ ზონაში გაწევრიანებისკენ ნაბიჯებს საქართველოც დგამს, რის შესახებაც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან ქარუმიძის ინიციატივით, მომზადდა ანგარიში იმ სამოქმედო პოლიტიკის შესახებ, რომელიც საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხება. კვლევის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს ევროდირექტივა Roaming Regulation: Regulation (EU) 2022/612 რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნები, რომელიც მათ შორის კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაფართოებას მოიცავს.