მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში აღადგენს რუსეთი ავიამიმოსვლას საქართველოსთან - ლავროვის წინაპირობები

5d2ec75380d73
სალომე მეცხვარიშვილი
17.07.19 11:00
7070
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ის პირობები დაასახელა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღადგენს. რუსული ვებ-გვერდის lenta.ru-ს ინფორმაციით, ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია მოახსნას ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა, თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს სიტუაციის სტაბილიზებას ქვეყანაში და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მისი შეფასებით, საქართველოში რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალა “საქართველოში რუსოფობიურ განწყობებს აღვივებს”, რაც ლავროვის შეფასებით თავად საქართველოს მოქალაქეებს აზიანებს.

შეგახსენებთ, რომ კრემლმა საქართელოსთან პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან აკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები