მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში არ დაუჭერს ჯანდაცვის კომიტეტი მხარს საპენსიო რეფორმას?

5b07f1b68e316
BM.GE
25.05.18 16:00
663
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც პენსიონერებს აქვთ,- ამის შესახებ მან "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

“საპენსიო სისტემა დღეს ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს იმ ხანდაზმული ადამიანების ძირითად საჭიროებებს, რაც მათ გააჩნიათ და თუ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ აკმაყოფილებს, რადგან მათი საჭიროებები კიდევ უფრო მაღალია, ე.წ მეორე ჯგუფის შშმ პირების პენსია კი მხოლოდ 100 ლარია.

საპენსიო რეფორმაზე ინტენსიური მსჯელობა მიდის, მას პირველი ეფექტი 10 წლის შემდეგ ექნება, როდესაც პირველი ადამიანი გავა პენსიაზე, ახალი საპენსიო სისტემით. ჩანაცვლების კოეფიციენტი 18%, ანუ საშუალო ხელფასთან მიმართებაში, ეს არაფერია, მინიმუმ 50-60% უნდა იყოს, პენსია უნდა იყოს 500- 600 ლარი, რომ ჩვენ ღირსეული სიბერე გვქონდეს”,- განაცხადა კაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, კომიტეტის მიზანია, მკაფიოდ გაიწეროს ინდექსირების მექანიზმი, რითაც პენსიის ყოველწლიური ზრდა განისაზღვრება.

"საპენსიო რეფორმა სწორია, რაც იგეგმება, მაგრამ ჩვენი კომიტეტი არ დაუჭერს მხარს ამ რეფორმას, თუ მასში არ იქნება გათვალისწინებული ინდექსირების მეთოდი, რომელიც არსებულ პენსიონერებსაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდის მექანიზმი ნათლად გაიწერება და არ იქნება ეს დამოკიდებული პოლიტიკურ დაპირებებზე. ამაზე წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს“, - განაცხადა ზოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები