მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ჩაერთვება მერია "ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტში? - ირაკლი ხმალაძის განმარტება

613f0b50d84db
ინგა მურუსიძე
13.09.21 13:04
1428
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროგრამას თავად მერია განახორციელებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

Bm.ge დღეს თბილისის ვიცე-მერისგან, ირაკლი ხმალაძისგან დაინტერესდა, თუ რატომ არ დაინტერესდა ბიზნესი ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლების პროგრამით და რატომ გადაწყდა, რომ მერიამ აიღოს თავის თავზე. ხმალაძე განმარტავს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა სრულიად სხვაა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა სრულიად ახალია, რომელიც ახლა ჩვენ მომდევნო 4 წლის პროგრამის ნაწილია. ის არ ეხება მხოლოდ "ხრუშოვკებს", ეს შეიძლება შეეხოს ნებისმიერ შენობას, რომელიც არის ავარიული და ითვალისწინებს ნებისმიერი შენობის ჩანაცვლებას, რომელსაც გააჩნია ავარიულობის ხარისხი და გასული აქვს ექსპულატაციის ვადა. ამ პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე.

რაც შეეხება ხრუშოვკების პროექტს, ვარკეთილის მესამე მასივში, კონცეფცია მომზადებულია, ბიზნესს უკვე შევთავაზეთ და 2 კონკრეტული ბიზნესი ამუშავებს კონკრეტული არეალის ჩანაცვლების პროექტს. მე იმედი მაქვს, რომ პროექტი წარმატებული იქნება და ეს იქნება მაგალითი სხვა ბიზნესებისთვის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება ამ არეალების მოწესრიგება და ავარიული სახლების ჩანაცვლება ვარკეთილის მესამე მასივში, ჩვენი ახალი პროგრამა ამ დასახლებაზეც გავრცელდება და მოვახდენთ ამ სახლების ჩანაცვლებას“, - განმარტა ხმალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები