მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში დაწესდება დამატებითი შეზღუდვები? - სამინისტრო

6108fca9cacef
ინგა მურუსიძე
03.08.21 12:20
6827
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია ისევ დადგეს დღის წესრიგში, თუ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული.

როგორც გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს შესაძლებლობა, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში.

„მომდევნო კვირებში ჩატარდება ანალიზი და ამის შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის შეზღუდვის მიზნით სხვა ტიპის შეზღუდვაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები