მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში გადახედავს სებ–ი საბანკო რეგულაციებს? – გვენეტაძის პასუხი

5cee53641c157
დავით ჯალაღონია
29.05.19 13:31
943
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი მოსალოდნელზე დაბალი იქნება, სებ–მა შესაძლოა ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით რეგულაციებს გადახედოს.

ამის შესახებ სებ–ის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, რეგულაციებსა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ შევიმუშავეთ ფიზიკური პირების დაკრედიტების დოკუმენტი, ჩვენ გავაკეთეთ წინასწარი ანალიზი გავლენის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ, რაც ანალიზი გაკეთდა, სხვადასხვა ზომები იქნა მიღებული, რომელმაც შეცვალა მოსალოდნელი შედეგი. როდესაც ვსაუბროთ ეკონომიკურ ეფექტზე, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდზე.

ის ზრდა, რომელიც ჩვენ გვქონდა, იყო ჭარბი და შეიძლებოდა მას შეექმნა ფინანსური სტაბილურობის რისკები საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, რადგანაც თუ მოხდებოდა ამ რისკების დაგროვება ზომების მიღების გარეშე, ის აუცილებლად მომავალში იჩენდა თავს.

როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ზუსტად ამიტომ არის რომ ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. უფრო მეტიც ჩვენ არ ვუყურებთ, მხოლოდ საერთო ციფრებს.

ამავე დროს, რა გავლენას ახდეს ეს რეგულაცია და როგორ ხდება გადანაწილება შედარებით გადანაწილებული რესურსებისა. აღვნიშნე კიდევაც, რომ რადგანაც პრეტენზიები იქნა გამოთქმული ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იპოთეკურ სესხებათან დაკავშირებულ მიმდინარეობას და უძრავი ქონების ტრანზაქციებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

თუ შევნიშნეთ, რომ ზრდის ტემპი, რაც დროთა განმავლოაბში არის ამაზე დაბალი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით, შესაძლებელი იქნება ამასთან დაკავშირებით ზომების მიღება.

მაგრამ აქ არის ერთი ფაქტორი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება – ეს არის თავად 2018 წლის ფაქტორი, როგორც საბაზისო პერიოდის.

სიფრთხილე არის საჭირო იმისთვის, რომ 2018 წელთან შედარებამ სწორი ანალიზი მოგვცეს. 2018 წელს, რადგანაც მოსალოდნელი იყო, რომ რეგულაციები იქნებოდა მისაღები, უფრო მზარდი და მაღალი ზრდა ახასიათებდა საკრედიტო პორტფელს, აქედან გამომდინარე, როცა ვადარებთ წლევანდელი წლის ინფორმაციას გასული წლის პერიოდს, ეს უკვე საკმაოდ დიდ განსხვავებას ქმნის, 2018 წელმა შესაძლოა საკმაოდ დაამახინჯოს ის ციფრები, რომლითაც ანალიზი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები