მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გაიყიდება თამბაქო სურსათთან ერთად? - განმარტება

5c06bc6ea7f9b
ელენე გოგბერაშვილი
04.12.18 21:35
1085
"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის მიხედვით, თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი ან აქსესუარი სურსათისგან და სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა იყიდებოდეს.

სწორედ კანონის ამ მუხლთან დაკავშირებით ითხოვდნენ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები განმარტებას, რა იგულისხმებოდა სხვა პროდუქტებში და სად იქნებოდა მათთვის თამბაქოს რეალიზაცია დაშვებული.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებების ინიციატორი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ბიზნესთან კონსულტაციების შემდეგ სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა ფორმულირებაზე, რომ კანონის აღნიშნული მუხლი არ ყოფილიყო ბუნდოვანი.

ზოიძის განმარტებით, თამბაქოს რეალიზაცია სურსათთან ერთად არ აიკრძალება თუ ის პროდუქციისგან გამოყოფილი იქნება გაუმჭვირვალე ტიხარით. ამასთან, თამბაქოს რეალიზაცია დაშვებული იქნება სურსათის სექციაში, თუ ის ცალკე იქნება განთავსებული სურსათის თაროსაგან მოშორებით.

„შევთანხმდით როგორც აღმასრულებელი, ისე მაღაზიები, რომლებიც შეიძლება პოტენციურად მსხვერპლი ყოფილიყვნენ არასწორი ქმედების, რომ ინტერპრეტაცია იქნება საერთო. საუბარია, რომ თამბაქო უნდა იყოს სურსათისგან განცალკევებით გაუმჭვირვალე ძგიდით გამოყოფილი ან ცალკე განლაგებული“, - აცხადებს კაკი ზოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები