მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში განაახლებენ მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები? - საბჭოს გადაწყვეტილება

613f1ec192791
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.21 13:47
679
უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, რა შემთხვევაში შეძლებენ მუშაობის განახლებას საბავშვო გასართობი ცენტრები.

„იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები განაახლებენ“, - განმარტა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო გასართობ ცენტრებს ოპერირება 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ჰქონდათ შეზღუდული, რაც ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო 4 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები