მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა კლასებში? - გამყრელიძის განმარტება

611b7338af834
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 14:00
1143
თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა ჩამოვა, მაშინ დღის წესრიგში სწავლის განახლების საკითხი დადგება - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საგანმანათლებლო პროცესის განახლებას შეეხებოდა.

მან პირობები განმარტა, რა შემთხვევაში გასცემს NCDC-ი სწავლის სასწავლო დაწესებულებებში განახლების რეკომენდაციას.

„ღმერთმა არ ქნას, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნა 15 სექტემბრისთვის, როცა სასწავლო წელი უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ველით, რომ დაწესებული შეზღუდვებით, აცრების ინტენსიფიკაციით სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა ჩამოვიდა, დღეს ეს მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებშია, მაშინ სწავლის განახლების შესახებ საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები