მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში გაუუქმდება НТВ-ПЛЮС-ს ავტორიზაცია? - კომისიის განმარტება

5acded074e5db
თამუნა დემეტრაშვილი
11.04.18 15:09
924
"იმ შემთხვევაში, თუ NTV Plus სამეწარმეო და არასამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერს არ წარმოადგენს არსებული ავტორიზაცია გაუუქმდება’-ასეთ კომენტარს აკეთებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. კომისიის ინფორმაციით NTV Plus-მა ავტორიზაცია კანონმდებლობის შესაბამისად 2016 წლის 12 სექტემბერს გაიარა, რისი საფუძველიც იმ დროს არსებული მარტივი პროცედურა იყო. "კომისიაში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, პროცედურულად ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივი ავტორიზაციის საშუალებით ავსებდა დეკლარაციას, მათ შორის უცხოური კომპანიის წარმომადგენელი და თუ ის კანონით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს წარადგენდა ავტომატურად იღებდა ავტორიზაციას", - აცხადებენ კომისიაში.

მარეგულირებელში ამბობენ, რომ ეს პრაქტიკა დღეს შეცვლილია და საქმიანობის დასაწყებად მხოლოდ ავტორიზაცია საკმარისი არ არის.

"იმისთვის რომ კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდეს მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა კი წარმოადგინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში“-აღნიშნავენ კომისიაში და დასძენენ, რომ თუკი კომპანია არ წარმოადგენს ამონაწერებს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, არსებული ავტორიზაცია გაუქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები