მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეუძლია სწრაფ ტესტს "ომიკრონის" გამოვლენა? - იმნაძის განმარტება

61e9ba301102d
თამთა ჯიჯავაძე
20.01.22 23:36
9410
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ძალიან კარგად მუშაობს, უბრალოდ, ის მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც სიმპტომები არის გამოხატული.

„აბა, საიდან მოდის ეს რიცხვები, უმრავლესობა არა, მაგრამ ნახევარი მაინც ხომ სწრაფი ტესტით არის დადასტურებული? ანუ, იჭერს ხომ? კოვიდი არის კოვიდი, გინდ ომიკრონი იყოს. ზაფხულშიც იგივე ხდებოდა, როცა ამბობდნენ, ახალი „დელტა“ შტამი გამოჩნდა და მას სწრაფი ტესტი არ იჭერსო. სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ძალიან კარგად მუშაობს, უბრალოდ, ის მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც სიმპტომები არის გამოხატული. ალგორითმი ასეთია ადამიანი, რომელსაც გრიპის მაგვარი დაავადების რაიმე სიმპტომი აქვს, პირველ რიგში გადადის იზოლაციაში, რათა სხვები არ დააავადოს და მე-2-მე-3 დღეს იკეთებს სწრაფ ტესტს“, - განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, ახლა რესპირატორული დაავადებების და გრიპის სეზონია, შესაბამისად სხვა ვირუსებიც ცირკულირებს.

"ბოლო კვირაში გაორმაგდა ჩვენ მიერ გამოვლენილი გრიპის ვირუსები. ძირითადად H3N2 ვირუსი ცირკულირებს. არ არის აუცილებელი, რომ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, ჰქონდეს ომიკრონი. თუმცა, კოვიდი მაინც წამყვანი დაავადებაა. ამაზე რიცხვებიც მეტყველებს, რაც ბოლო დღეებში დაფიქსირდა. მათი თითქმის ნახევარი სწრაფი ტესტებითაა გამოვლენილი“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები