ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია სააგენტომ დაახარვეზა და კომპანიას 2 თვის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად. ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჯამში სააგენტოს სხვადასხვა სახის 36 შენიშვნა აქვს.
სტუმარი: ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე;