მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობები და გამოწვევები აქვს საქართველოს თაფლის ბაზარს?

resource not found
BM.GE
12.05.23 12:06
232
PMCG-ის კვლევით, საქართველოში წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, თაფლის სეგმენტში დადებითი ტენდენციაა. ბოლო ორ წელში გაზრდილია თაფლის ექსპორტი, თუ აქამდე ევროპის ქვეყნებში პროდუქტი ვერ გაგვქონდა, გაუმჯობესებულმა ხარისხმა ეს შესაძლებლობა გააჩინა და 2021 წელს წინა წლებთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი გახუთმაგდა. თაფლის ექსპორტი ძირითადად საფრანგეთში - 32%, ბულგარეთსა (19%) და ნორვეგიაში (45) განხორციელდა.

თუმცა პრობლემები სრულად ამოწურული არ არის. არასაკმარისი მოცულობები პარტნიორებთან ურთიერთობას ართულებს. არადა, ასათვისებელი ნიში საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება. 

რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებული ერთი კილოგრამი თაფლის ღირებულება 0,75 აშშ დოლარია, ევროკავშირის ქვეყნებში კი ქართული თაფლი 5,5 აშშ დოლარად იყიდება.

სტუმარი: ნანა ქაჯაია - PMC კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები