მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობებს ქმნის “საქართველოს ბანკი” მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის?

საქ ბანკ
სტატიაში საუბარია:

Student Card, sCool Card, sCoolApp - ეს სწორედ ის პროდუქტებია, რომელთა შექმნითაც “საქართველოს ბანკმა” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის სერვისებს მთელი საქართველოსთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვისაც ქმნის.

2024-2025 სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, “საქართველოს ბანკი” მომხმარებელზე ზრუნვას სხვადასხვა შეთავაზებით აგრძელებს, რომლებიც სრულად არის მორგებული სტუდენტებისა და მოსწავლეების საჭიროებებზე:

Student Card

“საქართველოს ბანკის” Student Card საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ყოველდღიურობის თანამგზავრი 2009 წლიდანაა. ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ აიღონ ბარათი და ისარგებლონ იმ შეღავათებითა და შეთავაზებებით, რაც მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისთვისაა აუცილებელი:

  • სატრანსპორტო შეღავათი - სტუდენტური ბარათი მფლობელებს თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ტყიბულის, ზუგდიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიან ტარიფებს სთავაზობს - სატრანსპორტო შეღავათი კი არჩევანის მიხედვით, ფიზიკურ ან ციფრულ ბარათებზე ვრცელდება;
  • სტუდენტური შეთავაზებები - Student Card ფინანსების მართვასთან ერთად, მათი დაზოგვის საშუალებასაც იძლევა. BOG APP-ში სტუდენტური შეთავაზებები ყოველკვირეულად ახლდება, ყოველ პარასკევს კი ბანკი სტუდენტებს გრანდიოზულ შეთავაზებებს, უფრო დიდ ფასდაკლებებსა და ქეშბექ აქციებს სთავაზობს;
  • უფრო მეტი PLUS ქულა - სტუდენტური ბარათის მფლობელები, საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის გაუმჯობესებული პირობითაც სარგებლობენ: ნებისმიერ ობიექტზე “საქართველოს ბანკის” ტერმინალზე Student Card-ით გადახდილ ყოველ 1 ლარზე მომხმარებელს 2 PLUS ქულა ერიცხება;
  • Student Card-ის ჯანდაცვის პროგრამა - “საქართველოს ბანკისა” და “ევექსის”, New Dent-ის, GPC-სა და Pharamdepot-ს საერთო შეთავაზებით, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მრავალფეროვანი სამედიცინო სერვისებსა და პროდუქტებში დახარჯული თანხის ნაწილი აინაზღაურონ, ისარგებლონ ფასდაკლებითა და დაფინანსებით. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტის აქტიური სტატუსის არქონის შემთხვევაშიც კი, “ევექსის” 34 კლინიკაში სხვადასხვა პროფილის ექიმთან კონსულტაციის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება 50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება “ნიუ დენტის” სერვისებზე, სააფთიაქო პროდუქციაზე კი 25%-დან 35%-მდე ფასდაკლება ვრცელდება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

sCool Card

სკოლის მოსწავლეებისთვის უნიკალური პროდუქტი, sCool Card, “საქართველოს ბანკმა” 2016 წელს შექმნა და ბავშვებს თანხაზე მარტივი წვდომის, მშობლებს კი შვილების ფინანსების მართვის შესაძლებლობა მისცა. სკოლის მოსწავლეებისთვის “საქართველოს ბანკს” განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს:

  • სატრანსპორტო შეღავათი - sCool Card სკოლის მოსწავლეებს თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდისა და ტყიბულის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიან ტარიფებს სთავაზობს. თბილისში, ბათუმსა და ტყიბულში ტრანსპორტით გადაადგილება sCool Card-ის მფლობელებისთვის უფასოა, რუსთავში კი ტარიფი 10 თეთრია. სატრანსპორტო შეღავათი კი, ამ შემთხვევაშიც, ფიზიკურ და ციფრულ ბარათებზე ვრცელდება;
  • მოსწავლის შეთავაზებები - ბავშვებისთვის საყვარელ სავაჭრო თუ საკვებ ობიექტებში sCool Card-ის მფლობელებისთვის შეთავაზებები ყოველდღიურად ახლდება. ყოველ პარასკევს კი მოსწავლეების აპლიკაცია sCoolApp-ში განსაკუთრებული შეთავაზებები ჩდება, რომელიც კიდევ უფრო დიდ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს ითვალისწინებს;
  • sCool ქულების დაგროვება და გადაცვლა - მოსწავლის ბარათით დაფიქსირებულ, მინიმუმ 1 ლარის ღირებულების გადახდაზე, 5 sCool ქულა გროვდება, 1 sCool ქულა კი 1 თეთრია. დაგროვებული ქულების გადაცვლა კი “საქართველოს ბანკის” 20-მდე პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი.

sCool App

სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი აპლიკაცია sCool App “საქართველოს ბანკმა” sCool Card-ის მფლობელებისთვის შექმნა. პლატფორმა სკოლის მოსწავლეებს საბანკო სერვისებზე მარტივ წვდომას აძლევს. აპლიკაცია სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ:

  • საბანკო სერვისების მიღება - sCool App-ის მომხმარებელს მარტივი საბანკო მომსახურების მიღება მობილურის საშუალებით შეუძლია. აპლიკაცია საშუალებას იძლევა, შეამოწმო ანგარიში ბარათზე, მიიღო და გადარიცხო თანხა მარტივად, შეავსო მობილური ბალანსი, გაუყო თანხა მეგობრებს და ა.შ;
  • ელექტრონული ყულაბა - სპეციალურად sCool App-ისთვის შექმნილი პროდუქტი საშუალებას იძლევა, ავტომატურად დააგროვო თანხა ანგარიშზე, საკომისიოსა და მინიმალური შენატანის გარეშე. sCool Card-ით შესრულებულ ყოველ ტრანზაქციაზე შენთვის სასურველი თანხა ყულაბაში გადაირიცხება;
  • “სხვა სამყარო” - ასე ეწოდება sCool App-ში ჩაშენებულ ვიდეოთამაშს, რომლის პერსონაჟებსაც წარმატების მისაღწევად და მისიების შესასრულებლად მოსწავლეების დახმარება სჭირდებათ. ყველაზე ყურადღებიანი და წარმატებული sCoolApp-ელებისთვის კი სეზონის განმავლობაში უამრავი სიურპრიზია მომზადებული.

იმ შემთხვევაში, თუ უკვე დარწმუნდით, რომ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ბარათები თქვენთვისა, ან გსურთ, თქვენზე მორგებული სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციაც მიიღოთ, “სითი მოლის” მესამე სართულზე “საქართველოს ბანკის” სტენდი გელოდებათ, სადაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია Student და sCool Card-ების შეკვეთა, შეთავაზებებით სარგებლობა და მათზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები