მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცდომებს უშვებენ და რა უნდა შესთავაზონ ოპოზიციურმა პარტიებმა მოქალაქეებს?- პოლიტოლოგის მოსაზრება

 ბაკურ კვაშილავა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პოლიტოლოგ ბაკურ კვაშილავას აზრით, საქართველოს ჰყავს ოპორტუნისტი ხელისუფლება, რომელსაც სურს ყველა საშუალებით შეინარჩუნოს ხელისუფლება და არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოებასთან. პოლიტოლოგმა ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ასეთი ხელისუფლების პირობებში, რა უშლის ხელს ოპოზიციას გახდეს რეალური ალტერნატივა და ქვეყანაში ამომრჩევლის დიდი წილი არ იყოს ე.წ. გადაუწყვეტელი, კვაშილავა რამდენიმე მთავარ პრობლემას ასახელებს.

"წლების განმავლობაში პოლიტიკურ სპექტრს არასწორი სტრატეგია აქვს. არ ხდება საკუთარი ამომრჩევლის კულტივაცია, წევრობაზე დაფუძნებული პარტიების გაძლიერება და არ არსებობს ანგარიშვალდებულება, პარტიის მმართველობასა და მის წევრებს შორის. მეტიც, პარტიებმა ხშირად არ იციან, ვინ არის მათი მხარდამჭერი. ვერ და არ ატარებენ კვლევებს, რომელიც საშუალებას მისცემთ გაზომონ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მათთვის საინტერესო სეგმენტში. ვერ ახერხებენ იმ ხალხის საარჩევნო ყუთთან მიყვანას, რომლებსაც არ მოსწონთ მთავრობა, რადგან თვლიან, რომ მმართველი ძალა მაინც თავისას გაიტანს. ეს ძირითადად ახალგაზრდები და რეგიონების მოსახლეობაა, ასევე უმცირესობები. ეს არის სეგმენტი, რომელთა აქტივობაც არჩევნების ბედს, ოპოზიციის სასარგებლოდ გადაწყვეტდა", - განაცხადა კვაშილავამ.

BM.GE-ის მთავარი რედაქტორის კითხვაზე, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია, მაგალითად, კვლევის ჩატარებას, რომელიც მათი შემდგომი ქმედებების ორიენტირი იქნებოდა, პოლიტოლოგი მთავარი პრობლემად ფინანსებს ასახელებს და ამბობს, რომ მმართველ პარტია ამ მხრივ უპირატეს მდგომარეობაშია.

"მარტივი არ არის კვლევის ჩატარება დიდ თანხებს მოითხოვს და ასე კონცენტრაციას. "ოცნებას" კი ფაქტობრივად უზურპირებული აქვს მთელი სამთავრობო რესურსი და აქვს საშუალება პირდაპირ სამთავრობო ხარჯებში გაატაროს ეს კვლევები. ჩვენ ხომ გვქონია მსგავსი ინციდენტები, როცა გაურკვეველი დარჩა ვინ გადაიხადა თანხა, კერძო პირმა გასწია ხარჯი თუ სახელმწიფომ. ამიტომ, არსებობს გონივრული მოსაზრება, რომ ოცნებას ეს არაფერი უჯდება და დარწმუნებული ვარ ყოველ ორ კვირაში აქვთ ფოკუსჯგუფების მონაცემები, რაც მათი გზავნილების ეფექტურობის გატესტვის საშუალებას აძლევთ", - განაცხადა კვაშილავამ "წერტილში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები