მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შრომითი უფლებებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები EU-ში?

როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის.

მან გასულ კვირას უპასუხა საქართველოს მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვას, შეუძლია თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გააუმჯობესოს შრომითი უფლებები საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაუადვილოს.

ელჩის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ ევროკავშირში არსებული სოციალური დაცვით, ოფიციალური დასაქმებით, ხელფასებით და პენსიებით. თუმცა, როგორც დიპლომატმა აღნიშნა, გაწევრიანების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს.

რა მიმართულებით აქვს ქვეყანას სამუშაო და რა შრომითი უფლებებით შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში სარგებლობა?

სტუმარი: შალვა ცხაკაია - დამსაქმებელთა ასოციაციის ბორდის წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები