სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად საინტერესოა რა სიახლეებით და ფასებით ხვდებიან კერძო სკოლები თავიანთ მომხმარებლებს. ინფორმაცია განახლებულ ტარიფებზე, რომელიც გუშინ #bmg-იმ სხვადასხვა კერძო სკოლის წარმომადგენლისგან მიიღო.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიით, სადაც სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის ასე გამოიყურება: პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით წლიური ფასი 16 000 ლარია, IX-XII კლასებში კი 28 000-მდე იზრდება.
ბაქსვუდის სკოლაში სწავლა 11 900 ლარი ღირს და ყოველ 3 წელში 15% -ით იმატებს.
მწვანე სკოლაში სწავლის ღირებულება 1-7 კლასამდე 7 900 ლ. ზედა კლასებში კი 6 900, თუმცა შევსებულ ჯგუფებში ბავშვის დამატების რესურსი ძალიან მცირეა.
ნიუტონის თავისუფალი სკოლაში ორი პროგრამა მოქმედებს - სტანდარტული, ადგილობრივი განათლების სისტემასთან შესაბამისი, სადაც წლიური ღირებულება 9 ათასი ლარია და ასევე არსებობს აიტი პროგრამა, პირველი 6 კლასში ფასი 4 500 ევროა, 6-8 კლასში 5 ათასი, 8-10 კლასები 5.5 და დამამთავრებელი კლასებში ფასი 6 ათას ევრომდე იზრდება.
UG School-ში წლიური გადასახადი 13 000 ლარია.
გასული სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ხელფასების მატება დაანონსდა, კერძო სკოლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდა მათაც მოუწევდათ რაც ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევდა. რამდენით გაიზარდა ღირებულება და რა სიახლეებით ხვდება სექტორი ახალ სასწავლო წელს?
სტუმარი: ავთანდილ აბდუშელიშვილი - კერძო სკოლა "შავნაბადას" დამფუძნებელი