ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი, Apple-ი წლის ბოლოს კომპიუტერების მიმართულებით მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ცვლილებას აანონსებს და, სავარაუდოდ, პირველ სენსორულ, M6 თაობის MacBook Pro-ს გამოუშვებს. ახალ დიზაინში გაერთიანდება როგორც OLED ეკრანი, ისე მინიმალური ზომის კამერა და დინამიური კუნძული, რომელიც Apple-ის iPhone-ებში უკვე მე-14 სერიიდან გვხვდება. არსებული ინფორმაციით, ე.წ. Dynamic Island-ი ირეაგირებს როგორც თითის შეხებაზე, ისე მაუსით მიახლოებაზე.
ტექნოლოგიური გიგანტის ეს მანევრი, უპირველესად, მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების შეცვლას, რომელიც შეჩვეულია არასენსორულ, დინამიური კუნძულის არმქონე კომპიუტერებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ფაქტი, რომ Apple-ი ერთსა და იმავე წელს გეგმავს როგორც M5 Pro და M5 Max ჩიპებზე მომუშავე მოდელების, ისე M6 სერიის MacBook-ების გამოშვებას, ადასტურებს, რომ კომპანია სერიოზულ ტექნოლოგიური პროგრესს განიცდის.
























