ერთ-ერთი მაგალითი 2017 წელს განხორციელებული გარიგებაა The Houston Rockets-სა და კალათბურთელ Nene-ს შორის, რომელიც ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ პირობები, რომელიც ორივე მხარეს შეთანხმებული ჰქონდა აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის წესებს ეწინააღმდეგებოდა.
ფორმულა, რომლითაც ლიგა ხელმძღვანელობს 2017 წელს განახლდა, მისი მიხედვით გუნდის სახელფასო ჭერი ყველაზე მაღალია ისტორიაში და $99,1 მილიონს შეადგენს თითოეული გუნდისთვის, თუმცა არსებობს გამონაკლისები და ჯარიმები. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენით აჭარბებს კლუბი სახელფასო ჭერს და რამდენად ხშირად.
იმ შემთხვევაში თუ სახელფასო ჭერი $119 მილიონს მიაღწევს ორგანიზაციას უწევს ,,სიმდიდრის გადასახადის'' გადახდა, ყოველ $1-ზე $1.5-ის ოდენობით, ეს თანხა იზრდება ყოველ გადაცილებულ $5 მილიონზე.
რაც შეეხება ინდივიდუალურ და ე.წ ,,მაქსიმალურ კონტრაქტებს’’ ვითარება შემდეგია:
ხელფასის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც შეუძლია მოთამაშეს მიიღოს, დამოკიდებულია მის სათამაშო გამოცდილებაზე. 6 ან ნაკლები წლის გამოცდილების მქონე კალათბურთელის მაქსიმალური ხელფასი წელიწადში $25,500,000-ია ან მთლიანი სახელფასო ჭერის 25%. 7-9 წლიანი გამოცდილება მაქსიმუმ $30,600,000-ად ფასობს წელიწადში ან 30%-ად მთლიანი სახელფასო ჭერის. მოთამაშეები კი 10 და მეტ წლიანი გამოცდილებით მაქსიმუმ $35,700,000 ან სახელფასო ჭერის 35%-ს მიიღებენ. ასევე არსებობს ერთი გამონაკლისი. მოთამაშეს შეუძლია გააფორმოს მისი წინა ხელშეკრულების ღირებულების 105%-იანი კონტრაქტი მიუხედავად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ის ლიგის ლიმიტს.
ამჟამად ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის ხელფასი ასე გამოიყურება:
სტეფენ კარი - $37,457,154
რასელ ვესტბრუკი - $35,654,150
ლებრონ ჯეიმსი - $35,654,150
კრის პოლი - $35,650,150
ჯეიმს ჰარდენი - $35,650,150
ლენგსტონ გალოვეი - $32,088,932
ბლეიკ გრიფინი - $32,088,932
გორდონ ჰეივორდი - $31,214,295
პოლ ჯორჯი - $30,560,700
მაიკ კონლი - $30,521,115

























