მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი ექნება საქართველოში საერთაშორისო აზარტულ ტურნირებს?

პარლამენტის მიერ კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების მოწყობის მიზნით საგადასახადო შეღავათების დაჩქარებულად მიღებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ინიციატორები და მხარდამჭერები ცვლილებებს ტურიზმის წახალისებით და მთლიანად, აზარტული თამაშების მხრიდან ეკონომიკაში სოლიდური კონტრიბუციით ასაბუთებენ. მოწინააღმდეგეები კი იმ სოციალურ რისკებზე და დამაზიანებელ გავლენებზე საუბრობენ, რაც აზარტულ თამაშებს ახლავს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა სულ 2 დღეში მოასწრო კანონპროექტის წარდგენა, განხილვა და დამტკიცება, პრეზიდენტის ხელმოწერით კანონში ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. მოაწერა თუ არა პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი - BMG-ი პასუხს ამ დრომდე ელოდება. ცნობილია, რომ ამ თემაზე ხვალ საპატრიარქოში სინოდის წევრებიც იმსჯელებენ. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უკვე თქვა, რომ ეკლესია განზე ვერ დარჩება. ვნახოთ იხილავს თუ არა დღის სინათლეს დაჩქარებულად მიღებული ცვლილებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები