დასრულდა UEFA-ს რანგით მესამე ტურნირი, კერძოდ კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს ლონდონის “ჩელსი” და სევილიური “ბეტისი” დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ანგარიშით 4:1 ინგლისელებმა მოიპოვეს, რითაც კლუბსს ისტორიაში მე-9 ევროტურნირი მოუტანეს.
ამ მიღწევით “ჩელსი” გახდა პირველი გუნდი, რომელსაც ყველა ევრო ტურნირი აქვს მოგებული. ჩემპიონთა ლიგა მათ 2012 და 2021 წლებში მოიგეს, ევროპა ლიგა 2013-ში, უეფას სუპერთასი 1998 და 2021-ში, თასების მფლობელთა თასი 1971 და 1998 წლებში, ხოლო კონფერენს ლიგა კი წელს, 2025-ში.
საინტერესოა, როგორ განაწილდა თანხები ჩემპიონატში მონაწილე გუნდებზე და კერძოდ რა შემოსავალი მიიღო გამარჯვებულმა?
ტურნირის ლიგის ფაზაში მონაწილეობისთვის თითოეულმა გუნდმა 3,17 მილიონი ევრო მიიღო, თითო მოგებისთვის 400 000 ევრო, ფრისთვის კი - 133 ათასი.
გუნდებმა, რომლებიც რეგულარული სეზონის Top 8-ში მოხვდნენ, დამატებით 400 000 ევრო გამოიმუშავეს, მერვედფინალისტებმა - 800 000 ევრო, მეოთხედფინალისტებმა - 1,3 მილიონი ევრო, ნახევარფინალისტებმა - 2,5 მილიონი, ფინალისტმა - 4 მილიონი, გამარჯვებულმა კი 7 მილიონი.
შედეგად, “ჩელსიმ” კონფერენს ლიგის 2024-2025 წლების სეზონში საპრიზო ფონდიდან ჯამში დაახლოებით 22 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ვიცე-ჩემპიონმა “ბეტისმა” კი - 17 მილიონი დაიმსახურა.




























