მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გამოიმუშავა NBA-ის მოგებით “ოკლაჰომა სითი თანდერმა”?

OKC ჩემპიონია

NBA-ის “ოკლაჰომა სითი თანდერის” სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს. ცენტრალური ამერიკის გუნდმა დაძაბული ფინალის მეშვიდე თამაშში “ინდიანა პეისერსი” 103-91 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად მიიღეს საჩემპიონო ბეჭდები.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს ჩემპიონი გუნდის მოთამაშეები მოგებისთვის პრიზის სახით $12.4 მილიონს (თითოეულზე $828,000) გაინაწილებენ. მართალია, NBA-ის ჩემპიონატის გამარჯვებულებისთვის განსაზღვრული ფიქსირებული თანხა არ არსებობს, მაგრამ არსებობს $34.7 მილიონის „პლეი-ოფის მოთამაშეების ფონდი,“ რომელიც ბილეთების გაყიდვებიდან წარმოიქმნება და რეგულარული სეზონის წარმატებასა და პლეი-ოფის მოგებებზე მოთამაშეების სტიმულირებას ემსახურება.

პლეი-ოფში გასული ყველა გუნდი „პლეი-ოფის მოთამაშეების ფონდიდან“ გარკვეულ თანხას იღებს. რაც უფრო მეტი გამარჯვება აქვთ გუნდებს რეგულარულ სეზონში და რაც უფრო შორს მიდიან პლეი-ოფში, მით უფრო დიდი თანხა გადაეცემათ.
გუნდი, რომელსაც რეგულარულ სეზონში საუკეთესო საერთო შედეგი აქვს, პლეი-ოფის დაწყებამდე ყველაზე დიდ წილს იღებს. სწორედ ამიტომ, NBA-ს ჩემპიონი “OKC” სრულ $12.4 მილიონს მიიღებს.

NBA-ს ფინალების MVP-მ, შეი გილჯეს-ალექსანდერმა, ასოციაციის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი უნდა გააფორმოს, რომლის ღირებულება ხუთი წლის განმავლობაში 380 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, რამდენიმე ასეული ათასი დოლარი მის შემოსავლებზე დიდად არ აისახება. თუმცა გუნდის სხვა მოთამაშეებისთვის, როგორებიც არიან ბრანდენ კარლსონი ($496,519), ჯეილინ უილიამსი ($2,019,699) და დილონ ჯონსი ($2,622,360), „პლეი-ოფის მოთამაშეების ფონდის“ თანხის წილი საკმაოდ ღირებული იქნება.

NBA-ის პოსტსეზონის ბონუსების სისტემა სხვა სპორტულ ლიგებთან შედარებით ბევრად მაღალ დონეზე დგას.
მაგალითად:

  • NFL-ის მოთამაშეებმა ამ წლის პლეი-ოფში მაქსიმუმ $357,000 მიიღეს.

  • MLB-იმ გასულ სეზონში რეკორდული $129.1 მილიონი გაანაწილა, მაგრამ ინდივიდუალური მოთამაშეების წილი დაახლოებით $477,000 იყო.

  • NHL-ის საერთო ფონდი წელს $23 მილიონს შეადგენს, სადაც პირველ რაუნდში დამარცხებულები ნახევარ მილიონსაც ვერ ინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ ფინალში “ოკლაჰომა სითი თანდერის” საშუალო ასაკი 25.6 წელი იყო, რაც მეორე ყველაზე ახალგაზრდული შედეგია საჩემპიონო გუნდებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები