ბრძოლა, რომელსაც კრივის სამყარო მოუთმენლად ელოდა - ლას-ვეგასში სუპერსაშუალო წონაში ერთმანეთს კანელო ალვარესი და ტერენს კროუფორდი დაუპირისპირდნენ. 12-რაუნდიან თრილერში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (116-112, 115-113, 115-113) გამარჯვებული ამერიკელი დაუმარცხებელი ჩემპიონი, ტერენს კროუფორდი გახდა.
კანელო ალვარესმა კროუფორდთან დაპირისპირებისათვის კიდევ ერთი გიგანტური ჰონორარი მიიღო, რითაც კარიერული შემოსავალი ბრძოლის ჰონორარებისა და რეკლამებიდან უკვე $800 მილიონამდე აიყვანა.
ალვარესმა ბრძოლიდან გარანტირებულად $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. თებერვალში ალვარესმა საუდის არაბეთის გართობის სამინისტროს ხელმძღვანელ ტურკი ალ ალალშიხთან ოთხ ბრძოლიანი კონტრაქტი გააფორმა; ანგარიშებში კი წერენ, რომ პაკეტი $400 მილიონს აღწევს.
კროუფორდი ამ კონტრაქტის მეორე მეტოქეა, მას შემდეგ რაც მაისში ალვარესი ვილიამ სკულს დაუპირისპირდა ერრიადში, საუდის არაბეთში. ეს იყო მისი პირველი ბრძოლა ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ და გამარჯვება მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოიპოვა.
თავად კროუფორდის განცხადებით კი მან ამ ბრძოლიდან მხოლოდ $10 მილიონი მიიღო და ასეთ შემცირებულ ჰონორარს მხოლოდ შესაძლებლობის გამო დათანხმდა, რადგან მისივე მოსაზრებით მემკვიდრეობა შემოსავალზე დიდი ფუფუნებაა.
საუდის არაბეთი ალალშიხის ხელმძღვანელობით დიდ ინვესტიციებს დებს კრივში. გასულ წელს მან ოლექსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური მიიყვანა საუდის არაბეთში ორბრძოლიანი სერიით, საიდანაც თითოეულმა $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს. ისინი 2024 წლის Sportico-ს 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის სიაში მესამე (ფიური — $147 მილიონი) და მეშვიდე (უსიკი — $122 მილიონი) ადგილზე გავიდნენ. ალვარესი 20-ე ადგილზე იყო $73 მილიონით.
შეგახსენებთ, რომ კროუფორდი უკვე იყო პირველი მოკრივე, რომელმაც ორი წონის კატეგორიაში შეძლო უდავო ჩემპიონობა - მიღწევა, რომელიც მოგვიანებით მხოლოდ ნაოია ინოუმ და ოლექსანდრ უსიკმა გაიმეორეს. ახლა კი კროუფორდმა კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია.




























