მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გამოიმუშავეს საფეხბურთო აგენტებმა პრემიერ ლიგაში უკანასკნელი ორი სატრანსფერო ფანჯრისას?

აგენტებისგან აღებული თანხები

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა ინგლისის ყველა დივიზიონში აგენტების მიერ აღებული თანხების ოდენობა უკანასკნელი ორი სატრანსფერო ფანრჯის განმავლობაში. ეს დრო ფარავს 2024 წლის 2 თებერვლიდან 2025 წლის 3 თებერვლამდე პერიოდს, რა დროშიც ინგლისის უმაღლესი ლიგის 20-ვე კლუბმა ჯამში £409,1 მილიონი დახარჯეს, ეს კი გასული სეზონის იგივე მონაცემებზე 0,4 მილიონით ნაკლები შედეგია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი თანხა აგენტებს “ჩელსისგან” აქვთ აღებული £60 მილიონის ოდენობით, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგანაც “არისტოკრატების” ხელმძღვანელობამ მილიარდ გირვანქაზე მეტი დახარჯა უკანასკნელ პერიოდში ტრანსფერებზე და შესაბამისად აგენტების ბონუსიც აქედან გამომდინარე დიდი გამოვიდა.

მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტია” £52 მილიონით, ხოლო სამეულს “იუნაიტედი” ხურავს £33 მილიონიანი დანახარჯით.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ყველაზე ნაკლები აგენტებზე ახლად დაწინაურებულმა “იფსვიჩ თაუნმა” დახარჯა £6,3 მილიონის ოდენობით. ეს თანხა გაცილებით მცირეა მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ლიდს იუნაიტედის” მიერ აგენტებზე დახარჯულ თანხაზე, რომელმაც £18,8 მილიონიანი ჩეკი შეადგინა. მთლიანად ჩემპიონშიპის გუნდების ჯამურმა გადასახადმა კი £63,2 მილიონს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები