მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გამოიმუშავეს UFC 300-ზე მებრძოლებმა?

UFC 300 თანხები

შერეული საბრძოლო ხელოვნების უდიდესი ორგანიზაცია UFC-იმ 13 აპრილს საიუბილეო მესამასე ღონისძიება ჩაატარა, რომელსაც ლას-ვეგასის T-Mobile არენამ უმასპინძლა. შოუს 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და ჯამში ბილეთებიდან 16,5 მილიონი დოლარი დაგენერირდა.

ღონისძიების წინა პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ UFC 300-ზე ბონუსი ტრადიციული 50 ათასი დოლარის ნაცვლად, 300 ათასი იქნებოდა, რაც ერთი ორად ზრდიდა მებრძოლთა მოტივაციას, რომ გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული შოუ შეეთავაზებინათ.
ყველაზე დიდი თანხა ქვემძიმე წონის ჩემპიონმა ალექს პერეირამ გამოიმუშავა, რომელმაც ტიტული ჯამალ ჰილის წინააღმდეგ დაიცვა და 2,8 მილიონი დოლარი მიიღო საიდანაც 1,2 მილიონი ფიქსირებული, ხოლო 1,6 მილიონი სასპონსორო თანხა იყო.

საღამოს საუკეთესო ბრძოლის წოდება მაქს ჰოლოუეისა და ჯასტინ გეიჯის შეხვედრამ მიიღო, რომელიც მეხუთე რაუნდის უკანასკნელ წამზე გეიჯის დანოკაუტებით დასრულდა. შედეგად ჰავაელმა მებრძოლმა 300 ათასი ბრძოლის განსაკუთრებულ ვითარებაში დასრულებისთის და დამატებით კიდევ 300 ათასი საუკეთესო ბრძოლის ჩვენებისთვის მიიღო (სულ 600 ათასი). ჯამში ჰოლოუეიმ აღნიშნული 600 ათასის გარდა 2,13 მილიონი დოლარი მიიღო.

მთლიანობაში UFC 300-ზე ყველაზე დიდი თანხა შემდეგმა ხუთმა მებრძოლმა გამოიმუშავა:
5. ჩარლზ ოლივეირა - 779 ათასი დოლარი
4. ჟანგ ვეილი - 2,25 მილიონი დოლარი
3. ჯასტინ გეიჯი - 2,669 მილიონი დოლარი
2. მაქს ჰოლოუეი - 2,729 მილიონი დოლარი
1. ალექს პერეირა - 2,85 მილიონი დოლარი

აღსანიშნავია, რომ მაქს ჰოლოუეიმ ბრძოლის შემდეგ ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გამოიწვია, რომელიც ამ გამოწვევას დათანხმდა. ბრძოლის ჩატარების დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები