მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას დახარჯავს ბიუჯეტი "მთის დღეები 2024"-ის ჩასატარებლად?

მთის დღეები

მთის დღეები 2024-ის ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3.8 მლნ ლარი გამოიყო.

ღონისძიება, რომელიც უკვე 4 წელია იმართება, თუშეთში 13 ივლისს დაიწყება და ლეჩხუმში 20 ივლისს დასრულდება.

განრიგი კი, შემდეგია:

  • თუშეთი, ომალო - 13 ივლისი
  • სვანეთი, უღვირის ტბა - 13 ივლისი
  • ყაზბეგი, ელიას ტყის მიმდებარედ - 13 ივლისი
  • ხევსურეთი, შატილი - 13 ივლისი
  • გურია, ბახმარო - 20 ივლისი
  • აჭარა, გოდერძი - 20 ივლისი
  • ლეჩხუმი, ცაგერი - 20 ივლისი

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცნობით, ფესტივალი სხვადასხვა სანახაობას შესთავაზებს სტუმრებს, მათ შორის, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვას, ტრადიციული კერძების დეგუსტაციას, შემეცნებით - გასართობ თამაშებს და შეჯიბრებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები