მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?

ლაშა ხუციშვილი

2027 წელს ხელფასები საჯარო სექტორში იზრდება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის მეორე პროექტის წარდგენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2027 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება.

მისი ინფორმაციით, სამინისტროების მიხედვით ეს თანხები ხელფასების ზრდისთვის ასე განაწილდება:

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი;

საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე - 150 მილიონ ლარზე მეტი;

საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე - 60 მილიონი ლარი;

კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე - 40 მილიონ ლარზე მეტი;

სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი;

დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები