მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხა მიიღო საქართველოს ბიუჯეტმა ტაქსების ლიცენზიებიდან?

5d6bbaa349371
სალომე მეცხვარიშვილი
01.09.19 16:31
3155
საქართველოს ბიუჯეტში ტაქსის ლიცენზიებიდან სულ 2 282 107 ლარია მობილიზებული. აქედან დიდი ნაწილი (1,955,707 ლარი) გასულ წელს შესული თანხებია, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში კი მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 326 400 ლარი შევიდა.

საუბარია მოსაკრებელზე საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვაზე. სპეციალური ვებგვერდის მონაცემებით(https://taxi.tbilisi.gov.ge/public/welcome/login) ტაქსის ლიცენზია ამ დროისთვის სულ 32 154 ავტომობილს აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების ლიცენზიის გაცემა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია.
ტაქსით მომსახურების ნებართვა 100 ლარი ღირს, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის კი - უფასოა.
2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის A და B კატეგორიები განისაზღვრება.

A კატეგორიის ტაქსის სტანდარტული მონაცემებია:
- თეთრი ფერის
- ტექნიკური ინსპექტირების მქონე
- მარცხენასაჭიანი
- ხუთკარიანი
- ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანით მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“

A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს ექნებათ საშუალება გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის. კერძოდ:

- ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით სარგებლობა
- რეკლამის სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსება და შემოსავლის მიღება
- გადაეცემათ უფასოდ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი
- გადაეცემათ მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები

B კატეგორიის ტაქსია:

- არ მოეთხოვება ავტომობილის თეთრი ფერის სტანდარტი
- ტაქსი რომელიც კლიენტებს ემსახურება მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მეშვეობით

B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ ექნებათ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება, კერძოდ:

- ვერ ისარგებლებენ ტაქსის გასაჩერებელი საპარკინგე ადგილებით
- არ ექნებათ უფლება განათავსოს ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი
- საკრებულოს დადგენილების თანახმად არ დაუშვას მგზავრის ქუჩიდან აყვანა
- უზრუნველყოს მხოლოდ იმ მგზავრის აყვანა, რომლის მომსახურების მიზნით მივიდა გამოძახების ადგილზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები