მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხა მიიღო სახელმწიფომ საწარმოებში დახარჯულ ყოველ ერთ ლარზე?

5b44b98a09666
მაია ბიწაძე
10.07.18 18:00
781
„ყოველ დახარჯულ ლარზე სახელმწიფომ ახალი საწარმოებიდან 0,69, ხოლო გაფართოებული საწარმოებიდან 0,42 ლარი მიიღო“ - ამის შესახებ Bm.ge-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ავალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან რიგ პროექტებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 170 ახალი საწრმო შეიქმნა და 845-ზე მეტი არსებული საწარმო გაფართოვდა.

„ორი უმთავრესი მიზანი აქვს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას, ერთია იმპორტის ჩანაცვლება და მეორეა- საექსპორტო პოტენციალის ზრდა. ჩვენ ახალი და გაფართოებული საწარმოების ჭრილში მონაცემები გამოვითხოვეთ საგადასახადო სამსახურიდან და 2017 წლის ბოლოს მონაცემებით, სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულ ყოველ ლარზე, გადასახადების სახით ახალი საწარმოების მიმართულებით შემოსულია 69 თეთრი, ხოლო გაფართოებული საწარმოების მიმართულებით - 42 თეთრი. თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ეს საწარმოები ჯერ სრული დატვირთვით არ ამუშავებულა“ - განაცხადა გიორგი ავალიანმა.

მისივე განმარტებით, ახალი საწარმოებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, თანადაფინანსების კუთხით 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხაა გაცემული, გრანტის სახით კი - 7 მილიონ დოლარზე მეტი. რაც შეეხება გაფართოებულ საწარმოებს, 64 მილიონი აშშ დოლარია გაცემული ამ მიმართულებით, ხოლო ლარებში 49 მილიონზე მეტი. ახალ საწარმოებში 5 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი, გაფართოებულ საწარმოებში კი 10 ათასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები