მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა შედის ბიუჯეტში ახალ აღმაშენებელზე მოვაჭრე სუბიექტებისგან?

5f848e8e34a87
ანუკა ჯოხაძე
12.10.20 23:35
1735
თბილისში, ახალ აღმაშენებელზე მოვაჭრე სუბიექტების მხრიდან ბიუჯეტში გადასახადების სახით რეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში თითქმის 4-ჯერ მეტი თანხა შევიდა.

თბილისის განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2015 წელს, მანამ სანამ გამზირს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა, მოვაჭრე სუბიეტების მხრიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა ჯამურად 158 174 ლარს უტოლდებოდა. ორი წლის შემდეგ კი, 2017 წელს რეაბილიტირებული ახალი აღმაშენებლის გამზირზე მოვაჭრე სუბიექტებმა ბიუჯეტში გადასახადის სახით ჯამურად 572 335 ლარი გადაიხადეს.

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციითვე, გამზირზე რეაბილიტაციამდე მხოლოდ 20 შერეული ტიპის კომერციული ფართი იყო განთავსებული. რეაბილიტაციის შემდეგ 2 წელიწადში გამზირზე გაჩნდა 50-მდე კვების ობიექტი, 20 მცირე ტიპის სასტუმრო და 15 ოფისი.

ცნობისთვის, ახალი აღმაშენებლის გამზირი ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი პირველია, რომლის რეაბილიტაციაც "ოცნების" ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა. ჯამურად პროექტი 30 მილიონ ლარამდე დაჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები