მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თემაზე აპირებს ნინო ზამბახიძე ახალ მთავრობასთან კომუნიკაციას

5b3734e51aad3
ლევან თაღიაშვილი
30.06.18 15:07
1168
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ახალ მთავრობასთან კომუნიკაცია აუცილებლად გაიმართება.

BM.ge-თან საუბარში ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ ქართულ მიწაზე შეზღუდვამ არამხოლოდ უცხო ქვეყნის ინვესტორები, არამედ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებსაც შეუქმნა პრობლემები.

''ჩვენ, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვექნება ყველასთან, რადგან  მიგვაჩნია, რომ ქართულ მიწაზე შეზღუდვამ არა მხოლოდ უცხო ქვეყნის ინვესტორები, არამედ საქართველოში მცხოვრები ადამიანებიც შეაფერხა. ბანკებთან სესხებზე ხელმისაწვდომობა ძალიან გართულდა, იმიტომ რომ ბანკსაც უცხოური კაპიტალი აძლიერებს და შესაბამისად, მათთვის სოფლის მეურნეობა საინტერესო აღარ არის. გვსურს, პროცესი გადავიდეს იმ ეტაპზე, რომ მიწის იჯარით გასხვისება იყოს გრძელვადიანი, თუმცა ყველაფერს უნდა არეგულირებდეს ორგანული კანონი. გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან და იმედია,  ჩვენს შენიშვნებს, რაც არსებულ ორგანულ კანონში იყო, გაითვალისწინებენ; თუმცა ჩანაწერი კონსტიტუციაში, ვფიქრობ, რომ თავის სათქმელს მაინც იტყვის'' - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები