მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თემაზე გაკეთდება "ომეგა ჯგუფში" საგანგებო განცხადება

5c06209f5011f
თელარა გელანტია
04.12.18 10:30
1196
დღეს, 13:00 საათზე, „ომეგა ჯგუფი“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

როგორც bm.ge-ის „ომეგა ჯგუფის“ დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა განუცხადა, საგანგებო განცხადება კომპანიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას შეეხება.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტი აცხადებდა, რომ თუ შემოსავლების სამსახური ქარხანას აქციზურ მარკებს არ მისცემს, საწარმოო პროცესი ისევ გაჩერდება.

თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ომეგა ჯგუფი“ ვალდებულებების გადახდას არ დაიწყებს, მათ აქციზურ მარკებს ვერ მიაწვდიან.
შეგახსენებთ: შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი.

კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია „ოჯთ“-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. ასევე, „ოჯთ“-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

„ამ ეტაპზე „ოჯთ“ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოს უახლოესი დღეების განმავლობაში.

შემოსავლების სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ კომპანია „ოჯთ“ განაგრძობს ვალის კეთილსინდისერ მომსახურებას. წარმოების ხელშეწყობა, როგორც გადასახადების გადახდა, შედის სახელმწიფოს ინტერესებში“, - ნათქვამი იყო 27 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები