მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თემებზე ისაუბრებს ირაკლი ღარიბაშვილი “დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე”?

ირაკლი ღარიბაშვილი - დავოსი

დღეს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” გაიხსნა, რომელსაც, ტრადიციულად, სახელმწიფოთა ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები და სხვა გავლენიანი პირები ესწრებიან. დავოსის რიგით 54-ე ფორუმზე სიტყვით გამოვლენ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი და OpenAI-ის დამფუძნებელი, სემ ოლტმენი.

წელს, “დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს”, ტრადიციულად, დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ორ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

პირველი პანელური დისკუსია, სახელწოდებით “ტყვიისგან თავისუფალი მომავლისკენ” 17 იანვარს გაიმართება - ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ამ თემას USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი და საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის უფროსი პარტნიორი, ლუსი პერეზი მიმოიხილავენ. როგორც პანელური დისკუსიის აღწერიდან ირკვევა, მთავარი სასაუბრო თემა - ტყვიით მოწამვლის შემთხვევების შესამცირებლად გასატარებელი ნაბიჯები იქნება.

მეორე პანელური დისკუსია, სახელწოდებით “ევრაზიის ახალი განთიადი?” 18 იანვარს შედგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ამ თემაზე EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო, “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ჟენევის ცენტრის მმართველი დირექტორი, მირეკ დუშეკი, თურქული ინდუსტრიული კონგლომერატის, Sabancı Holding-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჩენკ ალპერი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი, ალიბეკ კუანტიროვი და სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი ისაუბრებენ.

როგორც პანელური დისკუსიის აღწერიდან ირკვევა, ლიდერები იმ ნაბიჯებს განიხილავენ, რომელთა გადადგმა ევრაზიის კონტინენტზე დამატებითი საჯარო და კერძო კაპიტალის მოსაზიდადად არის საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები