სექტემბერში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ წინა წელთან შედარებით 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ით არის გაზრდილი. წელს სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 23%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ამავე დროს 2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 18.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 34.8%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 60.1%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.5%-ს შეადგენდა.
სტუმარი: ნიკა კაპანაძე, PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი