1 ივნისის მდგომარეობით მარცვლეულის საერთაშორისო საბჭომ მსოფლიო ხორბლის მოსავლის პროგნოზი 2024/2025 სასოფლო-სამეურნეო წლისთვის 1,4 მლნ ტონით 793,1 მლნ ტონამდე შეამცირა. მოსავლის პროგნოზი შემცირებულია რუსეთისა და უკრაინის შემთხვევაში, ევროპასა და ყაზახეთში კი მოსავლის პროგნოზი უცვლელი დარჩა. წინასწარი მონაცემებით და ანალიტიკოსების აზრით, მარცვლეულზე ფასის დაღმავალი ტრენდის ერთ-ერთი ფუნდამენტალური ფაქტორია მოსავლის აღება-დაბინავება რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რაც სავარაუდოდ, სექტემბრის თვემდე გაგრძელდება და შემდეგ დასტაბილურდება. თუმცა შემდგომში ფასების ტენდენცია ასევე დამოკიდებული იქნება ძირითად ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნების მიერ ქვეყნებში მოსავლის რაოდენობაზე, საექსპორტოდ გამოცხადებულ მონაცემებზე, აგრეთვე მათ შორის რუსეთში ხორბლის საექსპორტო ბაჟის და დოლარის გაცვლით კურსსა და სხვა მონაცემებზე.
სტუმარი: ქეთი კუბლაშვილი - ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი;