საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. ბრენდირებულ საცალო ქსელში ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ტიპის საწვავი საშუალოდ 10 თეთრით გაძვირდა. ფასი არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო. ამ დროისთვის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის საწვავი 3 ლარი და 15 თეთრი, 3 ლარი და 17 თეთრი ღირს, დიზელის ფასი კი 3 ლარი და 29 თეთრია. საწვავის ფასზე მოქმედი ფაქტორებიდან, რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, რამაც საწვავზე ფასის კორექტირება გამოიწვია და ზოგადად რა ტენდენციაა ნავთობპროდუქტების ბაზარზე?
სტუმარი: ზაალ იაკობიძე - "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;