მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტენდენციებია ობლიგაციების ბაზარზე - მიმოხილვა

ობლიგაციები
27.06.24 21:00
2718

"თიბისი კაპიტალის" ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, მაისში, აშშ-ის სამრეწველო წარმოება 0.9%-ით გაიზარდა, რაც უკანასკნელი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა და გამოწვეულია წარმოების სექტორის ბოლოდროინდელი გამოცოცხლებით. ამავდროულად, ევროზონის წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეში, 2.6%-ს მიაღწია, აპრილის 2.4%-თან შედარებით, რითაც კიდევ უფრო დაშორდა ECB-ის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა არაერთგვაროვნად იცვლება.

"10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 4.22%-მდეა შემცირებული, 30-წლიანისა კი - 4.35%-მდე გაიზარდა.ობლიგაციების შემოსავლიანობა სუსტი ეკონომიკური ზრდისა და ECB-ის მიერ განაკვეთების შემცირების ფონზე ეცემა, თუმცა, ფრანგული 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობის სტაბილურობა მიუთითებს ბაზრის სიფრთხილეზე საფრანგეთში არჩევნების წინ",- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანალიზი აჩვენებს, რომ ყაზახეთისა და რუმინეთის სუვერენული ობლიგაციები კარგად გამოიყურება, მაგრამ უზბეკეთის ობლიგაციებზე ფასები ეცემა. Fitch Ratings-მა ყაზახეთს BBB საკრედიტო რეიტინგი დაუმტკიცა, სტაბილური პერსპექტივით, რაც მიუთითებს ზომიერ საკრედიტო რისკსა და სტაბილურობაზე ახლო ვადაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები