არარეგისტრირებული საწარმოები და ფალსიფიცირებული პროდუქტები ბაზარზე რძის სექტორის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის პრობლემაა ე.წ რძის ფხვნილით და მისგან ნაწარმოები პროდუქტებისთვის კონკურენციის გაწევაც. ის, რომ წარმოებაში რძის ფხვნილის მოხმარება იზრდება, ამაზე კარგად მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც.
მიმდინარე წლის მხოლოდ 9 თვეში საქართველომ 5,7 მლნ დოლარის 12 708 ტონა რძის ფხვნილი, გრანულები და რძის სხვა შემცვლელები იყიდა, რაც რძის პროდუქტების წარმოებაში აქტიურად გამოიყენება. რა აწუხებს დღეს რძის სექტორს, რა ნიშნულზეა ქვეყანაში ნედლი რძის წარმოება და რა ნაწილში სჭირდება სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა?
სტუმარი: კახა კონიაშვილი - რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;