მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტენდენციებია საქართველოს ევროობლიგაციების ბაზარზე? - TBC Capital-ის მიმოხილვა

ბონდები

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქართული ევროობლიგაციების ლიკვიდურობა კვლავ დაბალ დონეზეა. ამის შესახებ TBC Capital-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, ამის მიუხედავად, ზღვრული ზრდა დაფიქსირდა "სს საქართველოს რკინიგზისა" და საქართველოს სამთავრობო ევროობლიგაციის ფასებში, რომლებიც ამ პერიოდში 0.47%-ითა და 0.11%-ით გაიზარდა.

ამასთან, "სს საქართველოს რკინიგზისა" ობლიგაციების შემოსავლიანობა 7.21%-დან 7.10%-მდე შემცირდა, საქართველოს სამთავრობო ობლიგაციისა კი 8.41%-დან 8.36%-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები