მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტიპის საოფისე და კომერციულ ფართებს ქირაობენ თბილისში?

"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, გასულ წელს გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა აქტივობამ და მიგრაციულმა ნაკადებმა კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა. ეს ეხებოდა როგორც ქუჩის სავაჭრო ობიექტებს, ისე სავაჭრო ცენტრებსა და საოფისე სივრცეებსაც.

კვლევის მიხედვით, ქუჩის სავაჭრო ობიექტებზე ფასი 11%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წელს მოლოდინია, რომ ღირებულება კვადრატულ მეტრზე კიდევ 8%-ით გაიზრდება. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, 2023 წელს ქირის ფასი 8%-ით იყო გაზრდილი, 2024 წელს მოსალოდნელია 5%-იანი მატება. 19%-ით გაძვირდა ბიზნესცენტრებში ფართის დაქირავება, წელს კი აქაც 5%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.

თბილისის ქუჩის სავაჭრო ობიექტებში ქირის საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე გასული წლის ბოლოსთვის $19.3-ია, რაც პანდემიამდელ ნიშნულზე 0.2%-ით ნაკლებია. სავაჭრო ცენტრებსა და ბიზნესცენტრებში კი ფასმა პანდემიამდელ ნიშნულს გადაასწრო. კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკე-საბურთალოს რაიონებში, ყველაზე იაფი სამგორშია.

რა ტიპის კომერციულ ფართებზე არსებობს მოთხოვნა და როგორია ახალი წლისთვის დაკონტრაქტების მაჩვენებლები?

სტუმარი: ვიქტორია საკუროვა - Sakura Properties-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები