მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?

61b84b6042f3d
BM.GE
22.11.21 11:56
182381
წვა ქიმიური პროცესია, რომელიც 8000C-ზე მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. სიგარეტის წვის შედეგად გამოიყოფა კუპრი, მხუთავი აირი და 6000-ზე მეტი ქიმიური ნივთიერება.

კუპრი და მხუთავი აირი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება.

რა არის კუპრი?

კუპრი სიგარეტის წვის შედეგად მიღებული ნარჩენის მთლიანი მასაა, რომელიც დაცლილია ნიკოტინისა და წყლისგან. კუპრში შემავალი მავნე, მათ შორის კანცეროგენული, ნივთიერებები იწვევს ფილტვის დაავადებას.

რა არის მხუთავი აირი?

კუპრის მსგავსად, მხუთავი აირი იგივე ნახშირბადის მონოქსიდი (CO) მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. CO არის უფერო, უსუნო აირი, რომლის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს გულის დაავადებებსა და რიგ შემთხვევებში, ტვინის დაზიანებას.

თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას?

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით, შეიქმნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, როგორიცაა: გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი. თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები სიგარეტის წვის ნაცვლად 350 გრადუსამდე ახურებს, ამიტომ გამოყოფს სიგარეტთან შედარებით საშუალოდ 98.6%-ით ნაკლებ მხუთავ აირს და არ გამოყოფს კუპრს.

შედეგი? საშუალოდ 90-95% შემცირებული მავნე ნივთიერებები, არანაირი ფერფლი, არასასიამოვნო სუნი და კვამლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები