მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ოლიგარქი არ არის“ - დავითაშვილი

637b787e88779
ვიქტორია მღებრიშვილი
21.11.22 17:15
537

“რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ოლიგარქი არ არის”, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობის შესახებ მინისტრის პოზიციას შეეხებოდა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ყველაფერი დეტალურად იქნება გაწერილი.

„რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ოლიგარქი არ არის. ოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ოლიგარქის განმარტება ძალიან მკაფიო იქნება, კანონი განსაზღვრავს ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი და აღსრულების მექანიზმები იქნება კანონში წარმოდგენილი, ასე რომ დაველოდოთ პროცესს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები