მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია GCCA საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2024 წელს, საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შედეგების მიხედვით, გასულ წელს საწვავის იმპორტი 8.2%-ით გაიზარდა. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში კი 44% შეადგინა, 5 იმპორტიორის წილი იყო 62%. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით. ამავე მოკვლევის მიხედვით გასულ წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 54%, რომელსაც მოჰყვება ბულგარეთი - 16.7% და რუმინეთი - 14.7%.

სტუმარი: გიორგი ქედელიძე - GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები