მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თხოვნა აქვს რომან კაკულიას პრემიერთან და ეკონომიკის ახალ მინისტრთან

5b433f86006c9
თელარა გელანტია
09.07.18 15:30
735
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას აზრით, “მთავრობამ უნდა გააჩინოს გზები, რომელიც ადამიანებს მცირე ბიზნესის დაწყებას გაუადვილებს”.

როგორც BM.ge-თან საუბარში კაკულიამ განაცხადა, ის აპირებს, ეკონომიკის ახალ მინისტრს ამ მიმართულებით საკუთარი მოსაზრებები გააცნოს.

„ძალიან მომწონს პროექტი „აწარმოე საქართველოში“, განსაკუთრებით მისი საგრანტო ნაწილი. მე ვთხოვ პრემიერს და ასევე, მომავალ ეკონომიკის მინისტრს და უშუალოდ ჩავერთვები იმაში, რომ განსაკუთრებით საგრანტო ნაწილი დაიხვეწოს მაქსიმალურად და ისეთი სიცოცხლისუნარიანობა მიეცეს, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში, იმ სეგმენტთან, ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც ახლა უნდათ ბიზნესის დაწყება, მაგრამ არც ფინანსური საშუალება აქვსთ და არც საკმარისი გამოცდილება, ვერ მივალთ“, - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ არსებულმა პრობლემებმა პრემიერ ბახტაძეს თავი უკვე დაანახა.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ბიზნესში არშემოსული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. აქ საგრანტო სისტემის გარდა ვერაფერი იმუშავებს. ამას როგორც სოციალურ პროექტს ისე ვუყურებ, და არა - როგორც სიცოცხლისუნარიან, კომერციულ პროექტს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები