მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება ბიუჯეტს ბათუმში, სტიქიით დაზიანებული ახალი ბულვარის აღდგენა? - ტენდერი გამოცხადებულია

6464826c563bc
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.23 11:40
748
ბათუმის ახალი ბულვარის რეაბილიტაციაზე 15.8 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. ახალი ბულვარი 2022 წლის ნოემბერში არსებულმა შტორმმა დააზიანა.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ მერიას უნდა წარუდგინოს დამადასტურებელი ცნობა, რომ 2019 წლის შემდგომ, ჩატარებული აქვს ქუჩების და გზების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ 50 მილიონი ლარი.

კომპანიებს წინადადებების წარდგენა 19 ივნისამდე შეეძლებათ, ხოლო სამუშაოების შესრულება 2023 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. 

"ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი წლების განმავლობაში 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერი გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ნაპირსამაგრის მოწყობა რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდა ათი მილიონი) ლარის ოდენობით;

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) უკანასკნელი წლების განმავლობაში 2019 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (ნაპირსამაგრის მოწყობა რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობით,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები