მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება ბიზნესს ნარჩენების გატანა? - "თბილსერვის ჯგუფის" ტარიფები

გადავსებული ნაგავი

“მინდა მივმართო დიდ სუპერმარკეტებს, რომლებიც არ გვეთანამშრომლებიან და თავიანთ ნარჩენებს მიზანმიმართულად საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში ათავსებენ…” - თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ სხდომაზე ქუჩების დანაგვიანების პრობლემაზე ისაუბრა და კომერციულ ობიექტებს "თბილსერვის ჯგუფთან” ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდა.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო ნაგვის ურნებში ისეთი ნარჩენის განთავსება, რომელიც აკრძალულია კანონით ისჯება. "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათთან მხოლოდ 29 ბიზნესსუბიექტი თანამშრომლობს, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულებით შესაბამისი სამსახური ნარჩენების გადატანას გლდანის პოლიგონზე უზრუნველყოფს. 

“სავაჭრო/კომერციული ორგანიზაციებიდან 29 სუბიექტს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს "თბილსერვის ჯგუფთან". ზოგიერთ ხელშეკრულებაში რამდენიმე ობიექტის მომსახურებაა გათვალისწინებული. ზოგადად, ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში, კონკრეტული ობიექტების მომსახურების ტარიფები რეგულირდება ინდივიდუალურად ნარჩენების რაოდენობიდან, სახეობიდან, ობიექტის ადგილმდებარეობიდან და შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე: რა სახის კონტეინერებს დავუმატებთ, რამდენ ადამიანს დავასაქმებთ, რა ტექნიკას გამოვიყენებთ”, - აცხადებენ თბილსერვის ჯგუფში. 

ბიზნესი აცხადებს, რომ თბილსერვისის მომსახურება, რომელიც ნარჩენების გატანას გულისხმობს არც თუ ისე იაფია.  თბილსერვის ჯგუფის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში ობიექტიდან ნარჩენის გატანა ერთჯერადად 160 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს. 

მათი თქმით, ნარჩენების გატანა დღის განმავლობაში ძირითადად ერთხელ ხდება, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს, რაც ფასს ზრდის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები