მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება დღეს ჯანდაცვის სისტემას ერთი კოვიდ-ინფიცირებულის მკურნალობა?

BM.GE
04.12.20 18:23
760
რა უჯდება დღეს ჯანდაცვის სისტემას ერთი კოვიდ-ინფიცირებულის ჰოსპიტალში მკურნალობა? - როცა ეს კითხვა BMG-იმ პირველად დასვა, ჯანდაცვის მინისტრმა MBG-ის  უპასუხა, რომ თითოეული პაციენტის მკურნალობა არის ინდივიდუალური და ერთი კონკრეტული თანხა არ არსებობს.

როცა იგივე კითხვა BMG-იმ მეორედაც დასვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან პასუხად მიიღო, რომ სახელმწიფოს ინფიცირების ერთი შემთხვევის მართვა, რაშიც ჰოსპიტალური მართვა იგულისხმება, საშუალოდ 2000 ლარი უჯდება. თამარ გაბუნიამ ისიც განგვიმარტა, რომ ეს არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც სახელმწიფომ უკვე გაწია და კიდევ უნდა გაწიოს ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის, პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ - საინვესტიციო ხარჯი სისტემის მომზადებისთვის ცალკე ხარჯია.

2021 წელს ყველაზე მეტი თანხით კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაა დაგეგმილი - უწყების ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება და ის 5 მილიარდ 560 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდას განაპირობებს როგორც პენსიის ინდექსაციის ახალი კანონი, რომლითაც პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება. ასევე - ქვეყანაში დაწესებული - როგორც მთავრობა უწოდებს, წერტილოვანი შეზღუდვების გამო - ბიუჯეტი სოციალურად დაუცველთათვის 6 თვით 100-ლარიან დახმარებებსაც დააფინანსებს. როგორ იმართება დღეს ჯანდაცვის სისტემა, კოვიდ-19 და რა არის მთავარი გამოწვევა?

სტუმარი: თენგიზ ვერულავა - ჯანდაცვის სპეციალისტი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები