მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უჯდება ჯანდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტლის ოპერირება? - თამარ გაბუნიას პასუხი

611f7996cd29d
მარიამ ადამია
20.08.21 13:43
875
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით საველე ჰოსპიტლის ოპერირების ხარჯები ჯერ გამოკვეთილი არ არის რადგან ჰოსპიტალი დღეს ამოქმედდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა.

თამარ გაბუნიას განმარტა, რომ საველე ჰოსპიტლის აღჭურვაში კონკრეტული ინვესტიციები განხორციელდა, ხოლო ოპერირების ხარჯებს სრულად დათვლილს კოლეგებისგან გამოითხოვს.

„საველე ჰოსპიტლის ოპერირება ახალი პრაქტიკაა, ნაწილი არის ინვესტიცია იმ აღჭურვილობაში რაც იქ არის. ზუსტი თანხა არ მაქვს დათვლილი, თუმცა ეს ინფორმაცია შეგვიძლია მოგაწოდოთ. რაც შეეხება ოპერირების ხარჯებს, ჰოსპიტალურ პირობებში ჩვენ გვაქვს ორი ნაწილი ფიქსირებული და ანაზღაურებადი. ასევე პაციენტისთვის დანახარჯი, რაც იქნება ფაქტიური, ამ შემთხვევაშიც ორივე ნაწილი დაზუსტდება. დღეს დაიწყო ამ ჰოსპიტალმა ფუნქციონირება და გამოიკვეთება რა დაჯდება ოპერირება“, - განმარტა თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ საველე ჰოსპიტალმა ოპერირება გუშინ საღამოს დაიწყო და 9 პაციენტი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები